"სოლიდარობა ზაზა სარალიძეს!!! - დღეს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს რომ პროკურატურის გამოძიებით მკვლელი დადგენილი არ არის" - ირინა სარიშვილი

15:19 05-31-2018
388

ყოფილი პარლამენტარი, ირინა სარიშვილი, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე, სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში, საზოგადოებას მიმართავს:

ერთი წუთით გთხოვთ ყველას ყურადღებას! 
როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილი, დავით სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, დღეს განვითარებულმა მოვლენებმა დააბნია და არასწორ დასკვნებს აკეთებს. 
შევეცდები მოკლედ აგიხსნათ რაშია საქმე:

სასამართლოს მიერ, დღეს მიღებული გადაწყვეტილება ნიშნავს იმას რომ პროკურატურის გამოძიებით მკვლელი დადგენილი არ არის. სწორედ ამიტომ პროკურატურა აპირებს გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება და ამით კიდევ ერთხელ ხელს აფარებს გარეთ დარჩენილ მკვლელებს, რომლებიც საქმეში არ ფიგურირებენ. 
სასამართლოს, უფრო სწორად, მოსამართლის ბრალი იმაშია, რომ მას ჰქონდა უფლება არ მიეღო ეს საქმე წარმოებაში როგორც არასაკმარისად გამოძიებული და უკან დაებრუნებინა პროკურატურისთვის ბოლომდე გამოსაძიებლად. . ეს იქნებოდა სწორი, რაც სასამართლომ არ გააკეთა. ნაცვლად ამისა, მოსამართლემ მიიღო საქმე, ჩაატარა პროცესი და არ დაადასტურა პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდებები, რაც ნიშნავს იმის აღიარებას, რომ საქმე გამოძიებული არ არის და მკვლელების ნაწილი გარეთაა. 
სწორედ ამიტომ დღეს ჩვენი რისხვა პირველ რიგში მიმართული უნდა იყოს არა მოსამართლის, რომელმაც თავისი გადაწყვეტილებით დაადასტურა საზოგადოების ეჭვები რომ საქმე გამოპძიებული არ არის, არამედ პროკურატურის მიმართ რომელიც უტიფრად აფარებს ხელს დამნაშავეებს და დღეს სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას სწორედ ამ მიზნით აპირებს! 
ჩვენი რისხვის სამიზნე პროკურატურაა!

სოლიდარობა ზაზა სარალიძეს! - წერს ირინა სარიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოიტანა - ერთი ბრალდებული, დავით სარალიძესთან მიმართებაში, ხოლო მეორე, ლევან დადუნაშვილთან მიმართებაში, გაამართლა.

ავტორი: რუსა ღვანიძე