ირაკლი შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს - "გირჩი"

15:58 05-31-2018
89

"გირჩი" მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მინიმუმ, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. 

ამის შესახებ გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძე წერს:

"ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობებთან დაკავშირებით, აქამდე კომენტარი არ გამიკეთებია. არ ვთვლიდი, რომ შეფასების გასაკეთებლად, საკმარისი ინფორმაცია მქონდა. არც ახლა მაქვს საკმარისი ინფორმაცია, შევაფასო, რა მოხდა რეალურად იმ დღეს ხორავას ქუჩაზე, მაგრამ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, საკმარისი ინფორმაცია მაქვს იმის მისახვედრად, რომ შეიძლება არსებულიყო მოვლენათა განვითარების მხოლოდ ორი შესაძლო ვერსია: 

1. პროკურატურა იმდენად არაკომპეტენტურია, რომ საქმე უბრალოდ ვერ გამოიძია;

2. პროკურატურა ხელს აფარებს ვიღაცას ან ვიღაცებს, რაც ნიშნავს, რომ რაზეც ზაზა სარალიძე საუბრობს ამდენი ხანია, სიმართლეა. 

ნებისმიერ შემთხვევაში, მინიმუმ შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. საქმე უნდა დაბრუნდეს გამოძიებაში და გამოძიების პროცესი წარიმართოს ისე, რომ არც მოკლულის მამას და არც არავის სხვას კითხვის ნიშანი არ დარჩეს", - წერს ჯაფარიძე.