"ბოდიშს გიხდით მაგრამ პირდაპირ გეტყვით - ერთ ადგილას გაი**ეთ უცხოელი პროკურორები - გადადგეს შოთაძე!" - ნანუკა ჟორჟოლიანი

16:14 05-31-2018
5706

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის  საავტორო თოქ-შოუს - "ნანუკას შოუს"  წამყვანი, ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის განაჩენის გადაწყვეტილებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:  

"1. ამ განაჩენით მოსამართლემ პროკურატურას უთხრა რომ რეალური მკვლელი საქმეში არ ფიგურირებს.

2. ეს არ გამორიცხავს დაკავებულების ბრალეულობას, ამიტომაც ისინი დარჩნენ საპატიმროში. უბრალოდ უფრო მეტი, სხვისი ჩადენილი დანაშაული მათ არ შეტენა სასამართლომ.

3. მესმის რატომ არ თანამშრომლობენ არასრულწლოვნები პოლიციასთან. მათ იციან დამნაშავეების გვარიც, ნათესაობაც და ისიც, რომ არცერთი მათგანი არ დასჯილა. შესაბამისად ზუსტად იციან რომ ჩვენების მიცემის შემდეგ სახელწმიფო მათ ვერ დაიცავს.

4. შოთაძის ბრიფინგი დაგვიანებულია მინიმუმ ერთი თვით. ასევე, ძალიან დაგვიანებულია საპარლამენტო კომისია.

5.პროკურატურამ ან უნდა აღიაროს, რომ ზაზა სარალიძე მართალია და ისინი მალავენ დამნაშავეს, ან თქვას, რომ დათო სარალიძე ცოცხალია და ის, არავის მოუკლავს.

6. ძალიან არ მიყვარს უზრდელობა, მილიონ ბოდიშს გიხდით, მაგრამ სათქმელს სხვანაირად ვერ გადმოვცემ და ამიტომ პირდაპირ გეტყვით, ერთ ადგილას გაირჭეთ უცხოელი პროკურორები.

7. გადადგეს შოთაძე!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ავტორი: რუსა ღვანიძე