მიმაჩნია, რომ გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა დაუყონებლივ უნდა დატოვოს - დიმიტრი ცქიტიშვილი

18:02 05-31-2018
167

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლოს დღევანდელი განაჩენის გამო, მთავარმა პროკურორმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

ამის შესახებ დეპუტატის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხაებაშია ნათქვამი. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეს პარლამრნტის საგამოძიებო კომისია გამოიძიებს. მაგრამ იმავდროულად ის რაც დღეს თბილოსში ხდება საზოგადოების პროკურატურის მიმართ ნდობის ღმრა კრიზისზე მეტყველებს, რაც არა მხოლოდ ამ საქმიდან გამომდინარეობს. მიმაჩნია, რომ გენერალურმა პროკურორმა თანამდებობა დაუყონებლივ უნდა დატოვოს. პარლამენტის საგამოძიებ კომისია აუცილებლად დადებს ობიექტურ შედეგს, - აცხადებს ცქიტიშვილი.