საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეს, მის გამოძიებას და საბოლოო განაჩენს სოციალური ქსელით ეხმაურება. წერილს უცვლელად გთავაზობთ:
შოთაძე უნდა გადადგეს ამ რეზონანსული საქმის არასათანადო, უპასუხისმგებლო და არაკვალიფიციური გამოძიების გამო....
რად მინდა უცხოელი ექსპერტები, პროკურორ-გამომძიებელმა იქნებ ახსნას დევივით ბავშვს 1 ბავშვმა როგორ მიაყენა დანით ამდენი ჭრილობა... და ეს მას სჯერა რომ 1 ან თუნდაც 2 მინაწილე იყო ამ ამბავში?!?! - წერს საქკუთარ ფეისბუქ გვერდზე კობერიძე.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში მთავარ პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს. გარდაცვლილი დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სამართლიანობის აღდგენას, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას და მის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვს.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე, მეორე კი მეორე დღეს - საავადმყოფოში მრავლობითი დაზიანებით გარდაიცვალა.