"შოთაძის გადადგომა ოდნავ მეტია ვიდრე გახარიას ბოდიში - ყველანი პარლამენტის წინ! - ირინა სარიშვილი

19:26 05-31-2018
571

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი, საქრთველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის გადადგომას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"შოთაძის გადადგომა ოდნავ მეტია ვიდრე გახარიას ბოდიში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს! საუბარია სისტემის დანგრევაზე და მაშასადამე ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე! 
არც ერთი ნაბიჯი უკან! შოთაძე და ყველა დამნაშავე უნდა წარსდგნენ კანონის წინაშე! მთელი ხელისუფლების პასუხისმგებლობა – აი სისტემის ნგრევის პირობა! 
ყველანი პარლამენტის წინ! - წერს ირინა სარიშვილი. 

ავტორი: რუსა ღვანიძე