"ძაან არ ეხატება გულზე წულუკიანს შოთაძე, ბოდიშით ჟარგონისთვის..." - ლევან სამუშია

20:48 05-31-2018
190

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ლევან სამუშია ფიქრობს, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადება მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით, სხვა არაფერია, თუ არა, თავიდან პასუხისმგებლობის არიდება.

ამის შესახებ ლევან სამუშიამ "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" განაცხადა. 

"წულუკიანმა წარადგინა შოთაძე და წულუკიანის პასუხისმგებლობაა. ირიდებს ახლა პასუხისმგებლობას და იმიტომ აქებს. ისევ წულუკიანმა უნდა წარმოგვიდგინოს ახალი მთავარი პროკურორი, თორემ ძაან არ ეხატება გულზე წულუკიანს შოთაძე, ბოდიშით ჟარგონისთვის", - განაცხადა ლევან სამუშიამ.