მომღერალი გია გაჩეჩილაძე, იგივე "უცნობი", რომელიც პარლამენტთან აქციაზე იმყოფება, თვლის, რომ უსამართლობის განცდა უნდა დასრულდეს ქვეყანაში.
ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ "ტვპირველის" თოქშოუში "რეაქცია" განაცხადა.
"ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ ყველაფერმა. 39-იანი სიცხით ავდექი და საგურამოდან ჩამოვედი. მეტის მოთმენა მართლა არ შემეძლო, დილიდან რომ ვუყურებ ამ გამწარებული ადამიანის კადრებს. ისედაც თბილისი ძალიან პატარა ქალაქია და ყველამ იცის რა როგორ მოხდა. როდემდე შეიძლება ხელის დაფარება?! ბავშვები დაოხოცნენ და რაღაცნაირად დააყენონ საშველი. უსამართლობის განცდას ვერ იტანს ქართველი ხალხი. რამდენი წელი უნდა გავიდეს, რომ ამ პარლამენტთან იდგნენ და ერთსა და იმავეს ითხოვდნენ?!", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, რადგან ამას ხალხი "არ გაატარებს".