"მეც მეგონა, რომ ხელისუფლებაში მოსვლა საკმარისი იქნებოდა სამართლიანობის დამკვიდრებისთვის..." - ზაქარია ქუცნაშვილი

22:39 05-31-2018
405

"ქართული ოცნების" დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ეგონა, სამართლიანობის დამკვიდრებისთვის ხელისუფლებაში მოსვლა საკმარისი იქნებოდა.

თუმცა, როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა "იბერიას" თოქშოუში "თავისუფალი სივრცე" აღნიშნა, აღმოჩნდა, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა მუდმივად საჭიროა.

"მეც მეგონა, რომ ხელისუფლებაში მოსვლა საკმარისი იქნებოდა სამართლიანობის დამკვიდრებისთვის.. მაგრამ თურმე სამართლიანობისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია გინდა ხელისუფლებაში იყო, გინდ ოპოზიციაში. გგონიათ ჩვენთვის ადვილია აქ ყოფნა?! ან ადვილი იყო დილით იმ სიტყვის თქმა, რომელიც განსხვავებული იყო ბევრი შეხედულებისგან?! ასე რომ, ყველამ უნდა ვიბრძოლოთ. ეს ყველას მოვალეობაა", - განაცხადა ზაარია ქუცნაშვილმა.