„ეს ბოროტი სისტემა უნდა დაინგრეს..." - დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

23:05 05-31-2018
183

„ეს ბოროტი სისტემა უნდა დაინგრეს,“- ეს განცხადება, დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციაზე გააკეთა. მან აქციის მონაწილეებს მიმართა და მოსახლეობას აქციებზე მისვლისკენ მოუწოდა.

"მე ვარ უკანონო პატიმარ მამა გიორგი მამალაძის ძმა, ამ უსამართლო მართლმსაჯულება ჩვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია, ამიტომ ჩვენ ვდგავართ აქვ, სარალიძეების ოჯახის გვერდით,“- განაცხადა მამალაძემ.