ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ცეკვის ვიდეო კადრებს გარდაცვლილის მამა, ზაზა სარალიძე ორი თვის წინ ავრცელებს.
შეგახსნებეთ, რომ სისხლიანი გარჩევა 2017 წლის პირველ დეკემბერს მოხდა.
გუშინ სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ორივე არასრულწლოვანი ნაწილობრივ გაამართლა, რასაც მრავალსაათიანი აქცია მოჰყვა. შედეგად მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. პრემიერმა კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ საქმეს შსს და პირადად შს მინისტრი გიორგი გახარია გადაიბარებს.
როგორც ჩანს, ზაზა სარალიძე არც შს სამინისტროს ენდობა, იგი მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. აქცია 16:00-ზე პარლამენტის შენობის წინ კვლავ განახლდება.
იხ. ვიდეო