არასრულწლოვნებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდებათ - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორი

11:33 06-01-2018
1236

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, მოსამართლე იმ სასჯელის ზომას გამოაცხადებს, რომელიც ბრალდებულებს დაუწესდებათ. ამ საქმის პროკურორ, მარიკა გოგოხიას განმარტებით, სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რითაც ბრალდებულები გაასამართლეს, 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან, მათი სასჯელის ვადა შემცირდება:

„დღეს გაიმართება სასჯელის დანიშვნის სხდომა. მუხლის იმ ნაწილისთვის, რა ნაწილითაც დამნაშავეებად ცნეს, გათვალისწინებულია 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ არასრულწლოვნებს სასჯელი 1/4-ით შეუმცირდებათ – განაცხადა გოგოხიამ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის არასრულფასოვნად გამოძიებისა და მოსამართლის მიერ გუშინდელი გამოტანილი გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც, ორივე ბრალდებული ნაწილობრივ გამართლდა, გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ მრავალსაათიანი აქცია მოაწყო. 

შედეგად მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. პრემიერმა კვირიკაშვილმა კი განაცხადა, რომ საქმეს შსს და პირადად შს მინისტრი გიორგი გახარია გადაიბარებს. 

როგორც ჩანს, ზაზა სარალიძე არც შს სამინისტროს ენდობა, იგი მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს. 

ავტორი: