ზაზა ხატიაშვილი: თეა წულუკიანი უნდა გადადგეს

12:32 06-01-2018
181

ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხატიაშვილმა განუცხადა. ზაზა ხატიაშვილი იუსტიციის მინისტრს აკრიტიკებს. მისი თქმით, თეა წულუკიანმა კანონმდებლობის თანახმად პროკურორობის სამი კანდიდატი უნდა წარადგინოს.

„სამარცხვინოა, რომ აქამდე ქვეყნის სამარცხვინო იუსტიციის მინისტრი, იურიდიული საზოგადოების სირცხვილი ზის და ტელევიზიიდან უყურებს როგორი უბედურება ხდება, მაგისი მოღვაწეობის შედეგია მურუსიზაცია ქვეყნის, ჩინჩალიზაცია,“ - განაცხადა ხატიაშვილმა.

ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ თეა წულუკიანი უნდა გადადგეს.

წულუკიანი 4 საათამდე თუ არ წავიდა, ეს იქნება იმის დადასტურება, რომ ფეოდალის ზარს ელოდება, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.