პრეზიდენტი: მთავარი სათქმელი იყო იმ ტკივილის გაზიარება, რომლითაც სავსეა ზაზა სარალიძის გული

13:15 06-01-2018
428

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ზაზა სარალიძესთან პირისპირ შეხვედრა დაასრულა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, მთავარია, ქვეყანაში სტაბილური და მშვიდი გარემო შენარჩუნდეს.

„პირველ რიგში, ბუნებრივია, მთავარი სათქმელი იყო, იმ ტკივილის გაზიარება, რომლითაც სავსეა ამ კაცის გული და რომელიც ბევრ ადამიანს შეეხო. მეორე, ჩემი მიზანია, ურთიერთობა მქონდეს, როგორც ზაზასთან ასევე სხვა ადამიანებთან, ვისაც ეს გულის ტკივილი აქვთ, იმისთვის, რომ მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი, ქვეყანა იყოს სიმშვიდეში. ამისთვის მე ურთიერთობა მექნება ბუნებრივია ხელისუფლებასთანაც და არ დავიღლები იმ სამსახურში, რომ საქართველო იყოს ყველასთვის ის ქვეყანა, რომელშიც ისინი ერთდროულად პოულობენ სამართლიანობის განცდას და ამავე დროს ეს იყოს სტაბილური ქვეყანა. ამ მუშაობაში მე არ გავჩერდები“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი დღეს პარლამენტის წინ ერთ-ერთ კარავში ზაზა სარალიძეს შეხვდა და მოზარდების მკვლელობის საქმეზე ესაუბრა.

რამდენიმე საათის წინ წინ ზაზა სარალიძემ საკუთარ Facebook გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ერთადერთი ადამიანი ხელისუფლებიდან, რომელმაც მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, პრეზიდენტი და მისი ოჯახი იყო.