ხორავას ქუჩის ტრაგედიას არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე , ყველანი დაზარალებულები ვართ – ნათია საყვარელიძე

14:03 06-01-2018
635

ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის დედამ, ნათია საყვარელიძემ, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განაცხად, რომ შესაძლებელი იყო, მისი შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უფრო მეტი წლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა.

„შეიძლებოდა მეტი ყოფილიყო და ზოგადად თუ გაინტერესებთ შემიძლიათ გითხრათ, რომ ადამიანი, რასაც აკეთებს ყველაფერს თავისი თავისთვის აკეთებს. ეტყობა ძალიან უნდოდათ ეს შედეგი დამნაშავეებს ისეთი გულმოდგინებით არიან ნამუშევარი ხორავას ქუჩაზე. საერთოდ ვთვლი რომ ხორავას ქუჩის ტრაგედიას არ ჰყავს არც დაზარალებული და არც დამნაშავე. აქ ჩვენ ყველანი დაზარალებულები ვართ. ჩვენ დავზარალდით ერთი ძალიან დიდი ბოროტების წინაშე და კარგი იქნება თუ უფროსები გავაკეთებთ ჭკვიანურ დასკვნებს, რომ ეს აღარ განმეორდეს,“ – განაცხადა ნათია საყვარელიძემ.