ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და გაფიცულ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, დაჭრილია ძიუდოისტი

15:06 06-01-2018
316
თეგები: ძიუდო

ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლებსა და გაფიცულ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ფაქტზე ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლომერ ჟორჟოლიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელმა და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერმა ლომერ ჟორჟოლიანმა ერთ-ერთი ძიუდოისტი იოსებ წელაური დაჭრა. დაპირისპირება გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

"პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს და  ერთი პირია დაკავებული.

ავტორი: