ჯასტინ ბიბერი სელენა გომესს უბუნდება? - მომღერალი ბასკინ ჩემპიონს დაშორდა

16:03 06-01-2018
747

როგორც ჩანს, ჯასტინ ბიბერის პირადი ცხოვრება, ჯერ კიდევ ვერ დალაგდა. მიმდინარე წლის მარტის თვეში, ჯასტინმა და სელენა გომესმა, რამდენიმე ხნიანი შესვენება გამოაცხადეს.

ამ განცხადებიდან, რამდენიმე დღეში კი, ბიბერი, 22 წლის მოდელთან, ბასკინ ჩემპიონთან ერთად, პირველად, ლოს-ანჟელესში, კრეიგ დევიდის კონცერტზე დააფიქსირეს. ამ ფაქტის შემდეგ, წყვილს, ხშირად ხედავდნენ ერთად, რამდენჯერმე, ბასკინი, ჯასტინის სახლთან კი, დააფიქსირეს.

ვარსკვლავები, სასიყვარულო რომანთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებდნენ, მაგრამ სავარაუდოდ, წყვილი, ერთად აღარ არიან - მათი კავშირი, დროებითი იყო. 

სანდო წყაროს ინფორმაციით, ჯასტინი და ბასკინი, რამდენიმე ხნის წინ ერთმანეთს დაშორდნენ - მომღერალმა, თავისუფალი ცხოვრების სტილი აირჩია. 

მათ, სერიოზული ურთიერთობები, არ ჰქონდათ. თითქმის, ერთი თვეა, რაც ერთმანეთი არ უნახავთ. ჯასტინს, იმის გამო, რომ ბასკინი, რბილი ხასიათის ადამიანი იყო, მოსწონდა მოდელთან ურთიერთობა, მაგრამ ფაქტია, რომ წყვილი, მალე დაშორდა ერთმანეთს. ჯასტინს, ლოს-ანჟელესიდან გამგზავრება, ახალ მუსიკაზე მუშაობა და მარტო ცხოვრება აქვს გადაწყვეტილი- ამბობს ჯასტინის ერთ-ერთი წარმომადგენელი.  

არ არის გამორიცხული, რომ ეს ფაქტი, სელენა გომესთან დაბრუნების სურვილს უკავშირდებოდეს!

შეგახსენებთ, რომ ჯასტინისა და სელენას რომანი, 2011 წელ დაიწყო და სამ წელს გაგრძელდა. გასული წლის ოქტომბერში მათ ურთიერთობა განაახლეს, თუმცა ცოტა ხნის წინ, ურთიერთობაში, დროებითი პაუზა აიღეს.

იხ. ფოტოები:

 

 

    

 

ავტორი: რუსა ღვანიძე