"თეთრი ხმაურის მოძრაობა" ორგანიზაციის წევრი ბექა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
"მთელი ცხოვრება შორიდან მომზირალ მეგობრებს ვაკრიტიკებ, მაგრამ ვეღარ ვითმენ, ამიტომ დავწერ.
ზაზა სარალიძესთანაა სასწრაფოდ სალაპარაკო და ასახსნელი, რომ ტრაგედიებს ჩასაფრებული სვავების შემოკრებით შორს ვერ წავალთ, ისინი მხოლოდ შეჭამენ გულწრფელ ტკივილს და ნაცვლად საკუთარ ნაგავს დაყრიან. ყველა ადეკვატური მოქალაქის ვალდებულებაა ახლა ეს პროცესი კლოუნადისგან ვიხსნათ.
წიქარიშვილი მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ დასაცლელია ეს პროტესტი ნაც-ქოცურინარატივებისგან და წამოსაწევია მათი სამარცხვინო პოლიტიკით გამოწვეული საზოგადოებრივი წუხილები.
მერწმუნეთ, ამ აქციებით იმაზე სასარგებლოს ვერაფერს ვიზამთ, თუკი სარალიძეებთანდა დადუნაშვილებთან ერთად მაჩალიკაშვილების ტკივილსაც შევამსუბუქებთ, ჩვენს პანკისელ დებსა და ძმებს ჩვენს ერთგულებას და მეგობრობას დავუმტკიცებთ, ამას ხაზგასმა არც უნდა სჭირდებოდეს!"- წერს ბექა წიქარიშვილი.