"მე ვარ ის გოგო, რომელსაც გვერდით ოთახში ძმა მოუკლეს" - თემირლან მაჩალიკაშვილის და

19:31 06-01-2018
936

„მე ვარ ის გოგო, რომელსაც გვერდით ოთახში ძმა მოუკლეს,“ -ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის დამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განცხადა. 

„მე ვარ ის გოგო, რომელსაც გვერდით ოთახში მძინარე ძმა მოუკლეს. დღეს რომ მოვედი და დაგინახეთ ამდენი ხალხი გვერდში გვიდგახართ ჩვენც, თემირლანსაც და დათოსაც გული სიხარულით ამევსო. ძალიან გთხოვთ ნუ დავტოვებთ დაუსჯელებს მკვლელებს, გავაგრძელოთ აქციები, ბოლომდე დაგვ იდექით გვერდში, ძირს მკვლელები და მკვლელების სისტემა , ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია. მე თუ დავკარგე ერთი ძმა, ჩემს უკან უამრავი ძმა მიდგას, ვფიცავ ალაჰს ჩემი ძმები არ აპატიებენ ჩემი თემირლანის სიკვდილს.“- განაცხადა ნატა მაჩალიკაშვილმა.

შეგახენებთ, რომ პარლამენტის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია უკვე მეორე დღეა, რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიან გარჩევაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ.