„მე გუშინ აქ მომიყვანა სარალიძის თვალებზე ცრემლებმა, რომელიც ღაპაღუპით მოსდიოდა, რომლებმაც შვილები დაკარგეს და ტიროდნენ,“- ეს განცხადება, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მსახიობმა, გივი სიხარულიძემ გააკეთა.
"გუშინ აქ მომიყვანა სარალიძის თვალებზე ცრემლმა, რომელიც ღაპა-ღუპით მოსდიოდა მას. მე მომიყვანეს იმ ქალბატონებმა, რომლებმაც შვილები დაკარგეს და გუშინ აქ იყვნენ და ტიროდნენ. დღეს ვაჟკაცი ბიჭები და კლემამოსილებით სავსე გოგო დგეხართ. თქვენ თვითონ არ იცით და თქვენში უკვე ვიღაც მომავალილ მერაბ კოსტავაა, ვიღაც ზვიად გამსაუხრიდია, ვიღაც ჟიული შარტავა და ვიღაც ქეთევან წამებული. ეს ნაღდია და მე თქვენს ანთებულ თვალებს რომ ვუყურებ, მე ამის მჯერა. დღეს ჩემმა მეგობრებმა დამირეკეს და მითხრეს: "გივი ბიჭო რას შვები ნაციონალების აქციაზე მიდიხარო?", შევარცხვინე ყველა ის ქართველი, რომელიც რომელიღაც პარტიის გვერდში დადგება. არ მწამს არც ერთი პარტია. მე მწამხართ თქვენ, რაინდო ბიჭებო და გოგონებო" - განაცხადა სიხარულიძემ.