ადვოკატი - დავით დადუნაშვილს თავად ჰქონდა სურვილი, შეხვედროდა შს მინისტრს და მიეღო იმ კითხვებზე პასუხები, რაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ გაუჩნდა

15:14 06-02-2018
198

დავით დადუნაშვილს თვითონ ჰქონდა სურვილი, რომ შეხვედროდა შინაგან საქმეთა მინისტრს და მიეღო პასუხები იმ კითხვებზე, რაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ გაუჩნდა, - ამის შესახებ დადუნაშვილების ოჯახის ადვოკატმა ხათუნა მაღლაკელიძემ შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

მისივე თქმით, მათ მიიღეს პასუხი იმაზე, რომ ორი მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება - ერთი არის მოწმეზე ზემოქმედების ნაწილში და მეორე - შეუტყობინებლობის ნაწილში. 

ბატონ ლევან დადუნაშვილს თვითონ ჰქონდა სურვილი შეხვედროდა შინაგან საქმეთა მინისტრს და მიეღო პასუხები იმ კითხვებზე, რაც თვითონ გაუჩნდა ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ. ჩვენ მივიღეთ პასუხი იმაზე, რომ  გამოძიება ორი მიმართულებით მიმდინაროებს. ერთი არის მოწმეზე ზემოქმედების ნაწილი და შეუტყობინებლობის ნაწილი. როგორც გვითხრეს ამ საქმეთა გამოძიება გაერთიანდება და დაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც იყვნენ შემთხვევის თვითმხილველები. უახლოეს პაერიოდში გარკვეულ შედეგებს უნდა ველოდოთ. მართალია ლევან დადუნაშვილის ნაწილში განაჩენი დადგა და მსჯავდებული გამოვლენია, თუმცა ბატონი დავითის სურვილია თანადგომა გამოუცხადოს ზაზა სარალიძეს და მისი შვილის მკვლელების გამოსავლენად იგივე მოქმედებები განახორციელოს, რასაც თავისი შვილის მკვლელის დასაჭერად განახორციელებდა -  განაცხადა ხათუნა მაღლაკერიძემ. 

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია დღეს დავით დადუნაშვილს, მის ადვოკატს და სახალხო დამცველს შეხვდა. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა.