რა წერია მემანქანეებსა და კომპანიას შორის მოქმედ ხელშეკრულებაში

11:31 06-04-2018
192

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებსა და კომპანიას შორის მოქმედ ხელშეკრულებას აქვეყნებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და ააიპ „ერთობა 2013“-ს შორის რამდენჯერმე დაიდო კოლექტიური ხელშეკრულება.

მათ შორის: 2014 წლის 30 მაისს; 2016 წლის 28 აპრილს; 2016 წლის 24 მაისს; საბოლოოდ 2017 წლის 31 მაისს; ამ უკანასკნელის მიხედვითაც დამსაქმებელი ვალდებულია:

1. გადაუხადოს საწარმოში დასაქმებულ კავშირის წევრს დანამატის სახით: მძიმე (50ლ) და მავნე (70ლ) საშიშპირობებს მიკუთვნებულ თანამდებობებზე დასაქმებულებს;

2. საკვალიფიკაციო კლასებისათვის პირველი – 100ლ; მე-2-70ლ; მე-3-50ლ;

3. თანრიგებისათვის

​ 4. წელთა ნამსახურება (2016 წლიდან);

5. ე.წ. „წყვეტილ სამუშაო გრაფიკისათვის“ ღამის საათებში საწარმოს ტერიტორიაზე გტარებულიპერიოდისათვის – ფულადი დანამატი – 10 ლ; (2014წ-ის მაისიდან);

6. აქვთ უფასო დაზღვევა;

7. გარდაცვალების შემთხვევაში გასცეს 1000 ლარის ოდენობით დახმარება;

8. ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დამატებით 5-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება

9. ასევე უნაზღაურებს ავტობუსის მომსახურების საფასურს 375 ლარის ოდენობით;

10. დაოჯახების შემთხვევაში ეძლევათ დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება და ფულადი საჩუქარი 250 ლარის ოდენობით;

11. ბავშვის დაბადების შემთხვევაში ფულადი საჩუქარი 375 ლარი;

12. თავისუფალი დღით სარგებლობა (day off)

13. ღამის საათების ანაზღაურება (22:00-06:00 საათამდე) საათობრივი ტარიფის (8,65) 20%-იანი დანამატით; (2016 წლიდან);

14. სადღესასწაულო ფულადი საჩუქარი – დაახლოებით 250 ლ (2016 წლიდან);

15. მეცამეტე ხელფასი – 100% (სავალდებულო წესით გაიცემა 2016 წლიდან); მეტროს მემანქანეებისშემოსავლების ზრდის დინამიკა 2013-2017 წლების მიხედვით:

პოზიცია20132014201520162017

მემანქანე ინსტრუქტორი1,8241,9621,9682,0462,158

ხაზის მემანქანე1,6051,7001,7301,7941,827

2013-დან 2017 წლის მდგომარეობით, მემანქანეების საშუალო შემოსავლების შესახებ:

• 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ყოველთვიური ფიქსირებული ფულადი დანამატი საკვალიფიკაციო კლასების მიხედვით:  პირველი კლასი – 100 ლარი;  მე-2 კლასი – 70 ლარი;  მე-3 კლასი – 50 ლარი;

• 2014 წლის 1 მაისიდან დაწესდა ფიქსირებული ფულადი დანამატი 10 ლარის ოდენობით ყოველ ე.წ. „წყვეტილ სამუშაო გრაფიკზე“ (მემანქანეები რჩებიან საწარმოს ტერიტორიაზე, რათა დილით უზრუნველყონ მოძრავი შემადგენლობის ხაზზე გაყვანა)

• 2016 წელს მაისის თვეში დაწესდა წელთა ნამსახურების დანამატის გაცემის წესი;

• 2016 წლის მაისის სექტემბრიდან ამოქმედდა ღამის საათების (22:00-06:00) ანაზღაურების წესი მოქმედი ტარიფის 20%-იანი დანამატით;

• 2016 წლიდან სავალდებულო წესით გაიცემა სადღესასწაულო დანამატი წელიწადში ორჯერ (აღდგომას -250 ლარი დარიცხული; წინა საახალწლოდ – ერთი თვის ხელფასი) 2014-2015 წლებშიც გაიცა სადღესასწაულო დანამატი, თუმცა ეს არ იყო სავალდებულო წესის თანახმად" – წერია ხელშეკრულებაში.

ავტორი: