26 მაისიდან - 2 ივნისის ჩათვლით, ბულგარეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე - EUROARM2018 - საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, წარმატებით იასპარეზა.
შეჯიბრში, მონაწილეობას იღებდნენ - 18 წლამდე ასაკის, 21 წლამდე და უფროსების ნაკრებები. ასევე მონაწილეობას იღებდა პარამკლავჭიდელთა ნაკრები, რომელმაც უამრავი ოქროს მედალი აჩუქა ქვეყანას.
მკლავჭიდის ფინალში, ორი ქართველი შეერკინა ერთმანეთს - ლევან საგინაშვილი და გენადი კვიკვინია.
ევროპის ჩემპიონთა თასი, ლევან საგინაშვილმა მოიპოვა - ტიტანების შერკინება გამოვიდა ნამდვილად! მგონი ესეთი საინტერესო შეხვედრა ამ ევროპაზე არ ყოფილა - ყოჩაღ ბიჭებო და გილოცავთ კიდევ ერთხელ - EUROARM2018-ს.
ქართველი ტიტანების ფინალი - Levan Saginashvili vs Genadi Kvikvinia.
ლევან საგინაშვილს, ვულოცავთ ევროპის ჩემპიონობას!!!
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, საოცარი შედეგი აჩვენა - 106 მედალი მოიპოვა - აქედან 41 ოქროს, 39 ვერცხლის და 26 ბრინჯაოს მედალი.
პარამკლავჭიდელებმა ჯამში, 47 მედალი - 21 ოქრო, 14 ვერცხლი და 12 ბრინჯაო მოიპოვა.
18-21 წლამდე ნაკრებმა ჯამში, 35 მედალი - 14 ოქრო, 15 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.
ძირითადი ნაკრები (უფროსები) ჯამში 24 მედალი - 6 ოქრო, 10 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.
სპორტსმენებმა, საუკეთესო შედეგი აჩვენეს და ძალები არ დაზოგეს - ბიჭები, მალე დაბრუნდებიან საქართველოში და განახლებული ძალებით შეუდგებიან ვარჯიშს!
იხ. ვიდეორგოლი: