პრემიერი შეხვდება ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს და შეხვედრას შს მინისტრიც დაესწრება - შალვა თადუმაძე

15:35 06-04-2018
135

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შალვა თადუმაძე, რომელიც პრემიერთან მოსალაპარაკებლად იყო შესული, ამბობს, რომ პრემიერი თანახმაა შეხვდეს ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს მათ ადვოაკტებთან ერთად.

როგორც შალვა თადუმაძემ აღნიშნა, შეხვედრას შს მინისტრი გიორგი გახარიაც დაესწრება. რაც შეეხება შეხვედრის დროს, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს არ დაუკონკრეტებია.

ზაზა სარალიძე კანცელარიასთან ზვიად კუპრავასთან, უფლებადამცველთან და ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან - გიორგი ვაშაძესა და ზაალ უდუმაშვილთან  ერთადაა მისული. ის აცხადებს, რომ შეხვედრას ყველა უნდა დაესწროს.