პარლამენტის უმრავლესობის წევრის ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, მეტროპოლიტენის გაფიცული თანამშრომლები მზად არიან, თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და მთავარ მოთხოვნაზე - ხელფასების გაზრდის თაობაზე ისაუბრონ.
ამის შესახებ ნაცვლიშვილმა მეტროპოლიტენის თანამშრომლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.
შეხვედრა მეტროპოლიტენის თაბამშრომლებს, საკრებულოს უმრავლესობის წევრ ოთარ გრიგოლიასა და პარლამემტის უმრავლესობის წევრ ბექა ნაცვლივილს შორის გაიმართა.
"მთავარი არის ის რომ მოლაპარაკების სივრცე არსებობს. ეს ადამიანები არიან მზად მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. მგონია, რომ მაინც დარჩა მოლაპარაკების სივრცე. იმედი მაქვს ამას გაიგებს სატრანსპორტო კომპანია და მოლაპარაკების გაგრძელების თაობაზე თვითონაც გადმოდგამს შემხვედრ ნაბიჯს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.