პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მეტროს მემანქანეების პროტესტის შესახებ მას შემდეგაა ინფორმირებული, რაც მათ თავიანთი კონსტიტუციური უფლებების ფარგლებში პოზიციების დაფიქსირება დაიწყეს.
ამის შესახებ კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს მოშიმშილე მეტროს მემანქანეებთან შეხვედრისას განუცხადა.
"მთელი ეს პერიოდი, როდესაც ამ ადამიანებმა თავიანთი კონსტიტუციური უფლებების ფარგლებში დაიწყეს პოზიციების დაფიქსირება, ჩვენ ვადევნებდით თვალს დიდი ინტერესით. დღესაც ხდება მათი კონსტიტუციური უფლებების მიხედვით მოქმედება, შიმშილობა. რაც შეხება თითონ ამ პრობლემას, მოლაპარაკებას ამ პროცესში არ აქვს ალტერნატივა და აუცილებლად მიმაჩნია, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები, იყოს ისეთი პოზიციები ორივე მხრიდან, რომელიც დღეს არსებულ პრობლემას მოაგვარებს და დაახლოებს ამ ორი მხარის პოზიციებს ერთმანეთთან. ზოგადად ის რომ ეს ადამიანები უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებენ. მე მგონი ამაზე საუბარი არ არის და სახელფასო პოლიტიკა სამართლიანი უნდა იყოს, ამაზე ორი აზრი არ არის. არა რამდენიმესთვის, არამედ რამდენიმე წლიანი პროცესის გათვალისწინებით, აუცილებლად მიმაჩნია, რომ მეორე მხრიდან გადმოდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც მწვავე სიტუაციას დიალოგისკენ და საბოლოო შეთანხმებისკენ წაიყვანს“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
ნინო რაზმაძე