ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ხვალ სესიაზე დამტკიცდება და სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს

10:50 06-05-2018
123

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ხვალ სესიაზე დამტკიცდება.

ევროპული საქართველოს წევრის ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, სხდომაზე გამოცხადება და კომისიისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებისმიერი თანამდებობის და იურიდიული პირისთვის სავალდებულო იქნება:

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საგამოძიებო კომისიამ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მოიპოვოს“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

საგამოძიებო კომისიას ევროპული საქართველოს წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს. ამასთანავე, 17 კაციან კომისიაში 9 დეპუტატი ევროპული საქართველოდან იქნება.

ავტორი: