საქართველოს ეკონომიკისა და მდგარი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, კახა კალაძე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მეტროს მუშაობა აღდგეს.
"დარწმუნებული ვარ, რომ კახა კალაძე აკეთებს ყველაფერს, აკეთებს მაქსიმუმს, რაც არის შესაძლებელი. მეტროს მემანქანეებმაც უნდა გაითვალისწინონ ის, რომ ეს არის ის ძირითადი ტრანსპორტი, რითაც გადაადგილდებიან თბილისელები და შესაბამისად შესაძლებლობები, რომელიც ქალაქს აქვს უნდა იყოს სწორედ გამოყენებული" – განაცხადა ქუმსიშვილმა.
მესამეა დღეა მეტროს მემანქანეები გაფიცულები არიან. ყველა მათგანი ხელფასის 45%-იან ზრდას მოითხოვს. დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ ბიუჯეტს ამის საშუალება არ აქვს. გუშინ, გვიან ღამით კახა კალაძე მემანქანეებს შეხვდა, თუმცა პირველ ეტაპზე, მოლაპარაკება შედეგის გარეშე დასრულდა. მხარეებმა საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს.
მეტრო მეორე დღეა არ მუშაობს, საზოგადოებას ავტობუსები უფასოდ ემსახურებიან.