„ყური დამეღალა, სისუფთავე მინდა“ - როგორ გაგრძელდა „დუელი“ მარინა ბერიძესა და გიორგი უშიკიშვილს შორის - exclusive

13:59 06-05-2018
4420

„მხოლოდ ქართულის“ ნახევარფინალში განსაკუთრებით დაიძაბა ურთიერთობა ჟიურის წევრებს შორის. კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა მარინა ბერიძის ლობირება კოსატანტინე კარანაძის მიმართ, რაც გიორგი უშიკიშვილმა აღნიშნა კიდეც პირდაპირ ეთერში. ამის გამო მარინამ და გიორგიმ იკამათეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ მარინამ უშიკიშვილის ჩაცმულობასაც კი გაუსვა ხაზი. პროექტის დამთავრების შემდეგ გიორგის კომენტარი ვთხოვეთ.

- გიორგი, დღეს ფაქტიურად დუელი გაიმართა შენსა და მარინას შორის...

- ჩემი და მარინას ჩხუბი არ გაიშვა... თვითონაც თქვა, ამოჩემება ვიცი ხოლმე ადამიანებისო. ამოიჩემა კოსტანტინე, როგორც ჩანს. მე ფინალისკენ კონკურსანტებს აღარ ვპატიობ უსუფთაობას, ნაკლებად მხიბლავს ვიზუალური მხარე, წარმოდგენილი პერფომანსები და ა. შ. სისუფთავე მინდა, დამეღალა ყური. არ დავდივარ კარაოკეში, იმიტომ რომ ვერ ვიტან როცა უსუფთაოდ მღერიან. ეს მუსიკალური კონკურსია და საბოლოოდ უნდა მივიდეთ იმ შედეგამდე, რომ სუფთად ნამღერი მოვისმინოთ. მსოფლიოს მასშტაბით ვიცი ძალიან ბევრი მომღერალი, რომელსაც შეიძლება არ ჰქონდეს ხმა, ხრინწი ჰქონდეს ხმაში, მაგრამ უსუფთაობა და დეტონაციები ჩემთვის მოუღებელია.

- დღეს სპონტანურად სიმღერაც მოგიწია...

- ეს ხუმრობა იყო, ჩემი საესტრადო სიმღერა არ გაიშვა. ვიხუმრე როგორ შეიძლებოდა ორიგინალური ყოფილიყო ჩემი ნამღერი, მაგრამ ცუდი და შედეგიც ეს იყო. 

- რა დაუწუნა შენს მაისურს მარინა ბერიძემ, თუ ისაუბრეთ შემდეგ ამაზე?

- სიმღერის სტილში არ ჯდებაო, ასე მითხრა მერე (იცინის).

- სოფო ბათილაშვილიც ინდივიდუალურია, მაგრამ ძალიან სუფთა...

- სოფო გიჭია უბრალოდ, არანორმალური გოგოა. ძალიან მაგარი ყური აქვს, მაგარი ყელი, ყველეფერს იმღერებს. მე ამოჩემებები არ ვიცი, მაგრამ სოფო მართლა განსაკუთრებულია და რა ვქნა. კიდევაც ვუწერ 10-ებს.



ავტორი: ნინო მჭედლიშვილი