რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ხაზთან დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დააკავეს.
როგორც "პრაიმტაიმს" სუს-ში განუცხადეს, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. გასათავისუფლებლად მიმდინარეობს მუშაობა.
დღეს დილით, რუსმა სამხედროებმა ასევე საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, ხურვალეთში მცხოვრები მწყემსი, თეიმურაზ დუდაშვილი დააკავეს.