მელანია ტრამპი განცხადებას აკეთებს - "მერწმუნეთ რომ აქ ვარ თეთრ სახლში"

14:50 06-05-2018
783

აშშ-ის პირველი ლედი, მელანია ტრამპი, თითქმის ერთი თვეა, რაც საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა -  მას შემდეგ, რაც პირველმა ლედიმ, მაისში, მერილენდის, უოლტერ რიდის სახელობის, ნაციონალური სამხედრო-სამედიცინო კლინიკა, ოპერაციის შემდეგ დატოვა. 

გუშინ კი, მელანიამ, სიტუაციის განმუხტვა, Twitter-ის საშუალებით გადაწყვიტა.

ვხედავ რომ საინფორმაციო სააგენტოები, დავალებებს ასრულებენ და სპეკულირებას ახდენენ, ჩემი მდგომარეობით და იმ გარემოებით, თუ სად ვიმყოფები. მერწმუნეთ, რომ აქ ვარ, თეთრ სახლში, საკუთარ ოჯახში. თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ვეხმარები მზრუველობამოკლებულ ბავშვებს და ამერიკის მთელ მოსახლეობას - წერს მელანია.

მელანია ტრამპის პრეს-სპიკერის, სტეფანი გრიშემის ინფორმაციით, პირველი ლედი,  4 ივლისის დღესასწაულისთვის(ამერიკის დამოუკიდებლობის დღე) ემზადება და ახლო მომავალში წარსდგება, საზოგადოების წინაშე. 

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს, მელანია ტრამპი, უოლტერ რიდის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მსუბუქი ქირურგიული ოპერაცია დასჭირდა - მას თირკმლის ემბოლიზაციის პროცედურა ჩაუტარეს, რომელიც წარმატებით და ყოველგვარი გართულებების გარეშე დასრულდა.

 იხ. ფოტოები: 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე