საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა

15:38 06-05-2018
128
თეგები: ძიუდო

დღეს, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასკომის სხდომა ჩატარდა, სადაც მიიღეს დადგენილება და გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე:

1. აღმასკომის 5 წევრისგან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და ამავე ჯგუფში წევრის სტატუსით მყოფ ძიუდოს ფედერაციის გენერალურ მდივანს დაეკისრება ფედერაციის მმართველობითი ფუნქციების განხორციელება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ ურთიერთობების დასარეგულირებლად.

ასევე, დაინიშნნენ თანაშემწე მწვრთნელების მოვალეობის შემსრულებლები.

სხდომაზე ასევე იმსჯელეს აღმასკომის წევრის, შოთა ხაბარელის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებში განხორციელებულ ქმედებებზე, რაც წევრის სტატუსის შეუფერებელ საქციელად ჩათვალეს, ამიტომ უახლოეს სხდომაზე აღმასკომი მისი წევრობიდან გარიცხვის თაობაზე იმსჯელებს.



ავტორი: