თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მუდმივად იზრუნებენ მეტროს თანამშრომლებისთვის შრომის სათანადო ანაზღაურებაზე, თუმცა მერიას ამ ეტაპზე ხელფასის ზრდის ფინანსური საშუალება არ გააჩნია:
"გუშინ ასეთი კონკრეტიკა არ ყოფილა, თუ რამდენ პროცენტიან ზრდაზეა საუბარი, მაგრამ ჩვენი მესიჯი რაც იყო და მივაწოდეთ მეტროს გაფიცულ თანამშრომლებს, 2019 წელს შევხედოთ, რისი საშუალება ექნება მერიას იმისთვის, რომ მივიღოთ სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვართ იმ პირობებში რომ ვიმსჯელოთ, 10%, 15% თუ 20%. 2018 წელს ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება ხელფასების რაიმე ოდენობით ზრდასთან დაკავშირებით. გვინდა, ვუთხრათ ამ ადამიანებს და ზოგადად, მერიის სისტემაში მომუშავე ადამიანებს, რომ ჩვენ მუდმივად ვიზრუნებთ იმაზე, რომ მათი შრომის ანაზღაურება იყოს სათანადო," - განაცხადა ხმალაძემ.
მუდმივად ვიზრუნებთ იმაზე, რომ მათი შრომის ანაზღაურება იყოს სათანადო - ირაკლი ხმალაძე
