მემანქანეების თქმით, თუ ხელმოწერილი დოკუმენტი შედგება, რომლის მიხედვითაც 2019 წლის იანვრიდან ხელფასები მოემატებათ, ხვალიდან მეტრო ამუშავდება

18:08 06-05-2018
177
თეგები: მეტრო

მეტროს გაფიცული მემანქანეები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მერია ოფიციალურ დოკუმენტს შეადგენს, რომლის მიხედვითაც 2019 წლის იანვრიდან ხელფასები ნამდვილად მოემატებათ, მზად არიან მუშაობას ხვალიდან შეუდგნენ:

ჩვენ არასდროს დაგვიყენებია საკითხი, რომ დღესვე მოხდეს ხელფასის მატება. თუმცა ხელმოწერილი დოკუმენტი უნდა შედგეს, რათა 2019 წლის იანვარში იყოს ის, რასაც ვითხოვთ. გუშინ მოვიდნენ მერი და ვიცე-მერი გაფიცულებთან და არსებული სიტუაცია აუხსნეს და ხალხმაც გაიგო. თუმცა ხალხი ხელმოწერილ დოკუმენტს ითხოვს. თუ ეს შეთანხმება უახლოეს პერიოდში შედგა, მეტრო ხვალ დილიდან აუცილებლად ამუშავდება. თუმცა არ მგონია, 06:00-დან მოხერხდეს, ვინაიდან მემანქანეები ნაშიმშილები არიან და დასვენება სჭირდებათ - აცხადებს ერთ-ერთი მემანქანე ზაზა ბარბაქაძე.

შეგახსენებთ, რომ მეტროს მემანქანეეები მესამე დღეა იფიცებიან და შიმშილობენ. მეტრო მეორე დღეა პარალიზებულია. მერიაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნა, რომ ხელფასების 45 %-იანი ზრდა მოხდეს, ვერ დაკმაყოფილდება, რადგან მერიას ამის ფინანსური საშუალება არ აქვს. გუშინ, გვიან ღამით, მეტროს მემანქანეებსა და თბილისის მერს შორის შეხვედრა შედგა, თუმცა შედეგის გარეშე დასრულდა. ორივე მხარემ საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირა. მემანქანეები მერიის მხრიდან დოკუმენტურად გამყარებულ გარანტიებს ითხოვენ.

ავტორი: