ხელისუფლებამ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგას არჩილ ტატუნაშვილის საქმის კვალიფიკაციის შესაცვლელად, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა.
„ხელისუფლებამ მკაცრად უნდა მოსთხოვოს პასუხი რუსეთის სახელმწიფოსა და ცხინვალის რეჟიმის წარმომადგენლებს. დაუსჯელი არ უნდა დარჩეს არავინ, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ტატუნაშვილის მკვლელობასა და წამებაში; ასევე ისინიც, ვინც დაფარა და ხელი შეუწყო ამ დანაშაულს“, - განაცხადა აბესაძემ.
ირაკლი აბესაძის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.