ბრაიან დე პალმა საშინელებათა ჟანრის ფილმს სექსუალურ მანიაკზე ჰარვი ვაინშტეინის სკანდალის მიხედვით იღებს

14:48 06-06-2018
261

ამერიკელმა კინორეჟისორმა, ბრაიან დე პალმამ, რომელიც ცნობილია, ფილმით ნაიარევი სახე და ხელშეუხებლები, ახალი ტრილერის გადაღება გადაწყვიტა.

ფილმის მთავარი პერსონაჟი,  სცენარისტი, ჰარვი ვაინშტეინის სკანდალურ ისტორიას განასახიერებს. რეჟისორი, იმ ფაქტსაც კი არ მალავს, რომ ფილმის მთავარი გმირი, ვიზუალურად, სექსუალური მანიაკის მსგავსი იქნება. 

გამომცემლობა Le Parisien-ის ინფორმაციით, რეჟისორი ინტერვიუში აცხადებს:

ამ ეტაპზე, ერთ-ერთ ფრანგ პროდიუსერთან ერთად, ახალი ფილმის სცენარს ვწერ. ეს იქნება თრილერი, სექსუალურ მანიაკზე, რომელიც კინოინდუსტრიას, ქვემეხივით ააფეთქებს - ამბობს პალმა.  

რეჟისორმა აღნიშნა, რომ იოლად მისახვედრი იქნება, თუ ვინ არის რეალობაში, ფილმის მთავარი გმირი - ეს იქნება, არა ბიოგრაფიული ფილმი - მთვარ გმირს, სახელად, ჰარვი ვაინშტეინი არ ერქმევა, მაგრამ ეს იქნება საშინელებათა ჟანრის ფილმი, სექსუალურ მანიაკზე. მისი ახალი თრილერის სიუჟეტი, ვაინშტეინის სკანდალს და ჰოლივუდში არსებული ძალადობის თემას შეეხება. 

ვინ წარმოიდგენდა, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, რომ ჰოლივუდის ასეთი ცნობილი და პატივცემული ადამიანი, საშინელებათა ფილმის, მთავარი გმირის სახე გახდებოდა და ამავე დროს, სექსუალური ძალადობის მუხლით,  სასამართლოს განაჩენს დაელოდებოდა.  

 

ავტორი: რუსა ღვანიძე