ჰლოი კარდაშიანის გასახდომი დიეტა - ვარსკვლავის კვების მენიუ წონის კორექციისთვის

16:48 06-06-2018
638

33 წლის ვარსკვლავი, ჰლოი კარდაშიანი, მიმდინერე წლის აპრილში, დედა გახდა - მან ქალიშვილი, ტრუ, ცნობილი კალათბურთელი, ტრისტან ტომპსონისგან გააჩინა. 

მშობიარობის შემდეგ, ჰლოიმ, ფიგურის კორექციისთვის ვარჯიში და გასახდომი დიეტა დაიწყო. მაგრამ მთავარი აქცენტი, მაინც სპოტრულ დარბაზს ეთმობოდა. 

რამდენიმე დღის წინ, კარდაშიანმა, სოციალურ ქსელში, დიეტა გამოაქვეყნა, რომელიც როგორც ამბობს, არ შეგიქმნით ჯანმრთელობის პრობლემებს. 

ამ ეტაპზე, დაბალკალორიულ ნახშირწყლების დიეტას ვიცავ, რომელიც ჩემმა დიეტოლოგმა, გოლიამ შემიდგინა - ჩემი კვების რაციონში ბევრი ცილებია, ამიტომ შემიძლია, მშვიდად ვივარჯიშო - ამბობს ჰლოი.  

თუ გადაწყვეტილი გაქვს, დილით ადრე, ვარჯიში, კარგი ენერგია გჭირდება! - ამისთვის, ჩემმა ექიმმა, დილით უზმოზე, ერთი სუფრის კოვზი, ნუშის ზეთი დამინიშნა. 

ვარჯიშის შემდეგ, შეგიძლია, თავს უფლება მისცე და კარგად ისაუზმო.

როგორც წესი, საუზმეზე, ორ მოხარშულ კვერცხს და შვრიის ფაფას, ხილთან და კენკრასთან ერთად მივირთმევ. შუალედში, ხილს მივირთმევ - ვაშლს ან ბანანს. აუცილებლად, რომელიმე ერთი სახეობის, ხილი უნდა იყოს. თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ, ორი ცალიც კი მიირთვათ. მთავარია, საუზმედან სადილამდე, არ იშიმშილოთ. 

თუ სადილი, გვიან გაქვთ დაგეგმილი, იმ შემთხვევაში შეგიძლიათ მეტი რაოდენობის ხილი მიირთვათ. განსაკუთრებით სასარგებლოა პომიდვრის წვენი.  

სადილზე, ექიმი მირჩევს - მოხარშული ქათმის მკერდის, ბრინჯთან და ვეგეტარიანულ სალათთან ერთად. მე ძალიან მომწინს ვინეგრეტი,  რომლის შემდგენლობაში შედის ისპანახი, ჭარხალი, სატაცური და ბროკოლი.

ვახშამზე, საუკეთესო ვარიანტია, მოხარშული თევზი. მაგ, ზღვის თევზი ქორჭილა, შავი ვირთევზა ან ორაგული, ბოსტნეულის ან მწვანე სალათის ფუცლებთან ერთად. 

სხვათა შორის, თუკი თევზს, კანგაცლილს მიირთმევთ - უფრო სწრაფად გახდებით- ამბობს ჰლოი. 

იხ. ფოტოები:

  

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე