"გავალ ეხლა ეთერიდან" - დავით ოქიტაშვილსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ დავით ნებიერიძეს შორის დაპირისპირება მოხდა

21:50 06-06-2018
1323

ნაციონალური მოძრაობის წევრ დავით ნებიერიძესა და კულტურის პალატის პრეზიდენტს დავით ოქიტაშვილს შორის გადაცემაში "თავისუფალი სივრცე" დაპირისპირება მოხდა.

"იბერიას" ეთერში გასულ გადაცემაში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეს და მასთან თანმდევ პროცესებს განიხილავდნენ.

დავით ნებიერიძის განცხადებით, ხელისუფლება საკუთარ ხალხს უბინძურესად დაუპირისპირდა. ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, როგორ შეაფასებს ამ განცხადებას, დავით ოქიტაშვილმა ასე უპასუხა:

"ქართული ოცნების" დანაშაული იცი რა არის? თქვენნაირი ადამიანები დღეს კიდევ მანდ ზიხართ და არ ხართ დასჯილი"- განაცხადა ოქიტაშვილმა, რაზეც ნებიერიძემ ამგვარად უპასუხა:

"ჯერ თვალებში ჩამხედეთ...

თქვენ ნაციონალური მოძრაობა სფინქსი ხომ არ გგონიათ, რომელიც ოთხიათასი წელიწადია არ იცვლის თავის სახეს. ნებისმიერ პარტია არის იმ სახის მატარებელი, რა სახის ადამიანებიც იმ წუთას წარმოადგენენ. ეს არის ჩვეულებრივი ტიტუშკის მორიგე ფრაზები..."- უპასუხა ნებიერიძემ.

დავით ოქიტაშვილი პასუხმა ააღელვა და ნებიერიძეს დაუპირისპირდა:

"თქვენ ხართ მკვლელები, ჯალათები, უნდა იჯდეთ ციხეში.

გავალ ეხლა ეთერიდან... დამაცადეთ, ზრდილობა უნდა იქონიოთ... ბედნიერი ვარ, რომ ბატონმა ზაზამ გააკეთა განცხადება, რომ ემიჯნება ყველანარი პოლიტიკურ პარტიას. აქედან გამომდინარე, თქვენ ათში შეიკრიბებით, თუ არ შეიკრიბებით, ეს ნაკლებად აინტერესებს საზოგადოებას. საზოგადოებას აინტერესებს, რომ დაისაჯოს დამნაშავეები. ნუ გაამწარებთ ქართველ ხალხს, თორემ გამოვლენ და ქუჩაში სადაც იდგებით, იქ დაგამთავრებენ და რა მეთოდებით დაგამთავრებენ, მე დავამთავრე თქვენთან საუბარი. ვერ მოინელეთ ბიძინა ივანიშვილი, რადგან დაგამთავრათ" - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.

 



ავტორი: