ბიონსემ და ჯეი ზიმ, ინფორმაცია, საკონცერტო ტურის, On The Run-ის შესახებ, ჯერ კიდევ მარტში გამოაქვეყნა. ამ ხნის გნმავლობაში, წყვილი, გამოსვლისთვის ემზადებოდა.
6 ივნისს, ქალაქ კარდიფეში, ტურის გახსნასთან დაკავშირებით, კონცერტი გაიმართა. ბიმ და ჯეიმ, 40-მდე ჰიტი შეასრულეს. პუბლიკის ინფორმაციით, წყვილი, მთელი საღამოს განმავლობაში, ერთად ცეკვავდა, ერთმანეთს ეფერებოდა და ეხვეოდა.
კონცერტის მსვლელობის დროს, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, ვარსკვლავების ცხოვრების იშვიათი კადრების ჩვენება გახდა - მათ პირველად გამოაქვეყნეს, ტყუპების, რუმის და სერას ფოტოები.
ვიდეორგოლში, ასევე ნაჩვენები იყო, ვარსკვლავური წყვილის კადრები, საქორწინო ცერემონიიდან.
აღსანიშნავია, რომ ბიონსე, ტურის მსვლელობის დროს, სხვადასხვა სახის სამოსში პოზირებდა - რაც ბის სტილს, ბრწყინვალედ შეეფერებოდა.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლები: