ელის ჯონსონი აშშ-ის პრეზიდენტმა შეიწყალა!!!- კიმ კარდაშიანმა დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა (ვიდეორგოლი)

16:55 06-07-2018
3249

რამდენიმე დღის წინ, თეთთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტის და ტელევარსკვლავის, კიმ კარდაშიანის შეხვედრა გაიმართა - ვიზიტის დროს, მათ, ქვეყანაში განვითარებულ პრობლემებზე და ახალ სასამართლო რეფორმაზე ისაუბრეს.  

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, კიმმა, ერთ-ერთი მსჯავრდებული ქალბატონის ისტორია, შემთხვევით გაიგო, რომელიც ეხებოდა, 5 შვილის დედას, 63 წლის ელის ჯონსონს და რომელსაც, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის ბრალდებით, უვადო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და მისი დახმარება გადაწყვიტა. 

სწორედ, ეს ფაქტი გახდა, კიმ კარდაშიანის და დონალდ ტრამპის შეხვედრის საბაბი. კარდაშიანს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ყველა ღონე ეხმარა, რომ ელისი, ციხიდან გაეთავისუფლებინა.

გუშინ კი, კარდაშიანმა,  Twitter-ზე სასიხარულო ინფორმაცია გამოაქვეყნა - ელისს ათავისუფლებენ. 

მან, მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მის ჯგუფს დახმარებისთვის და სასიხარულო ინფორმაცია მიაწოდა: 

ელისს ტელეფონით ვესაუბრე -  ეს იყო სატელეფონო ზარი, რომელიც მთელი ცხოვრება, საუკეთესო მოგონებად დამრჩება. როცე დავურეკე და მივაწოდე ინფორმაცია, საპატიმროდან გათავისუფლების შესახებ, ელისის საშინელი ყვირილი და ცრემლნარევი სიცილის ხმა შემომესმა - ეს ის მომენტია, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებ - წერს კიმი. 

კიმ კარდაშიანმა, საწადელს მიაღწია - გუშინ, ელის ჯონსონმა, საპატიმრო დაწესებულება, პრეზიდენტის შეწყალების წესის გამოყენებით, დატოვა

სოციალურ ქსელში კი, უკვე გავრცელდა, ელისის, გათავისუფლების ვიდეოკადრი - თვალცრემლიანი ჯონსონი, ოჯახის წევრებისკენ გარბის.  

იხ. ვიდეორგოლი და ფოტოები::

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე