სამ სიტყვაში პრაქტიკულად სამი დანაშაული ჩაიდინა - შოთა შალელაშვილი მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლებს

17:56 06-07-2018
488

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი სააკაშვილის მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას შეურაცხყოფად აფასებს და სამართლებრივ ბრძოლას გეგმავს:

"არ მქონდა ნანახი "რუსთავი2"-ის ეთერში გასული გადაცემა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა აფერისტი და რუსი ებრაელი მიწოდა. ამას ვაფასებ, როგორც ანტისემიტურ და რასისტულ განცხადებას, რომელიც შეურაცხყოფას მაყენებს არა მხოლოდ მე, არამედ საქართველოში მცხოვრებ მთელ ებრაულ საზოგადოებას. თანამედროვე სამყარო შეთანხმდა, რომ ამ ენაზე არათუ პოლიტიკოსები, არამედ თანამედროვე ადამიანებიც არ საუბრობენ. სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ამ კაცმა მოახერხა და ამ სამ სიტყვაში პრაქტიკულად სამი დანაშაული ჩაიდინა. ვიწყებ პოლიტიკურ კამპანიას და შესაბამის პროცედურებს სააკაშვილის წინააღმდეგ და ჩემი რეაქცია იქნება მაქსიმალურად მკაცრი - ჩემმა იურისტებმა დაიწყეს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურებისთვის მზადება! ეს განცხადება ბუნებრივია გაიგზავნება იმ მრავალრიცხოვან ებრაულ ორგანიზაციებში, რომლებიც მთელ მსოფლიოშია განთავსებული, საერთაშორისო ორგანიზაციებში, აშშ-ის კონგრესის ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტში.

ველი შესაბამის რეაქციას პოლიტიკური ძალების წარმომადგენლების მხრიდან, მედიის და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. იმედი მაქვს, ისინი გაემიჯნებიან ასეთ განცხადებებს და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას.

კონსულტაციებს გავდივარ, სამართლებრივ ფორმატს უახლოეს დღეებში ავირჩევთ" - ამბობს შალელაშვილი.

შალელაშვილმა ასევე ისაუბრა მის შვილთან დაკავშირებითაც, რომელიც აშშ-ში კიდებრდანაშაულში დაადანაშაულეს:

"მართლაც იყო ეჭვმიტანილი კიბერდანაშაულში აშშ-ში. არ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, ველით სასამართლო გადაწყვეტილებას. ყველა მონაცემის მიხედვით, ის უნდა გამართლდეს.

ავტორი: