"სხვადასხვა პლანეტაზე ვიმყოფებით, ასეთი მძლავრი შთაბეჭდილება მაქვს..." - ადა მარშანიამ კომისიის სხდომა დატოვა

14:25 06-08-2018
236

"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ადა მარშანიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საგამოძიებო კომისიის სხდომა დატოვა.

ამის გადაწყვეტილება დეპუტატმა მას შემდეგ მიიღო, რაც თხოვნაზე, მომხდარიყო კომისიის გაფართოება, თავმჯდომარისგან უარი მიიღო.

"ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და სხვადასხვა პლანეტაზე ვიმყოფებით, ასეთი მძლავრი შთაბეჭდილება მაქვს", - განაცხადა ადა მარშანიამ, რაზეც სერგი კაპანაძემ უპასუხა, რომ ეთანხმება.

"სხვა პლანეტებთან დაკავშირებით ნამდვილად გეთანხმებით", - აღნიშნა კაპანაძემ.



ავტორი: ლილუ მიროტაძე