"უმრავლესობამაც კი დაინახა რომ გამოძიება არასწორედ მიდიოდა,იმიტომაც შეიქმნა ეს კომისია"- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა გადაცემაში "თავისუფალი სივრცე ვახო ხუზმიაშილთან ერთად" განაცხადა.
"კომისია არის ზეწოლის ბერკეტი ხელისუფლებაზე და გამოძიება იმისა თუ რა დანაშაულებრივ ქმედებებთან გვქონდა ადგილი. უმრავლესობამაც კი არამარტო დაინახა, არამედ ყველამ დაინახა რომ პროკურატურა არასწორი მიმართულებით მიდიოდა. ყველა არგუმენტი, რომელიც კომისიის წინააღმდეგ არსებობს არასერიოზული და არადამაჯერებელი. ხშირ შემთხვევაში დამაფიქრებელი და ღიმილის მომგვრელი" - განაცხადა რატიანმა.
მისივე თქმით, ზაზა სარალიძის გვერდში დგომა ჭეშმარიტებისთვის ბრძოლას ნიშნავს. რატიანის განმარტებით, შეიძლება კომისიას ბევრი წინააღმდეგობა ჰონდეს, მაგრამ უნდა დავადგინოთ ჭეშმარიტება.