დროებითი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი სერგი კაპანაძე ფიქრობს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, მირზა სუბელიანის დაკავება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ეს არ არის კვანძის ბოლომდე გახსნა და ეს არ არის ყველა კითხვაზე პასუხის მოძებნა.
სერგი კაპანაძის განცხადებით, მირზა სუბელიანთან დაკავშირებით პასუხები ჯერ კიდევ არის საპოვნელი, მათ შორის იმ კუთხითაც, კიდევ ხომ არ იკვეთება სხვა დანაშაული, მაგალითად გარკვეული სამხილების განადგურების ან რაღაცის შეცვლის ფაქტი.
"ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, თუმცა, ეს არ არის კვანძის ბოლომდე გახსნა და ეს არ არის ყველა კითხვაზე პასუხის მოძებნა. აქედან გამომდინარე, საგამოძიებო კომისია ყველა საკითხზე გააგრძელებს მუშაობას, მათ შორის შეეცდება, კითხვებს პასუხი გასცეს, რომელზეც ჯერჯერობით, თითქოს, გასცა შს სამინისტრომ. ასევე იპოვის გამოსავალს რომ ყველა კითხვას პასუხი მოეფინოს ,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.