პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მივიდნენ

18:33 06-10-2018
108

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე მივიდა. აქციაზე იმყოფება ასევე თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

შენს გვერდით მთელი საქართველო იქნება - განაცხადა ტრიბუნიდან მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელმაც ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადა.

მოვუწოდებ მმართველ გუნდს, მოვიდნენ და დაგვიდგნენ გვერდით.

ყველა კარი ღიაა, იმისთვის, ვისაც სამართლიანობის აღსადგენად ბრძოლა სწყურია.

 პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია: ნუ მომკლავ 16:00-ზე დაიწყო.

ავტორი: