ზაზა სარალიძე შს სამინისტროსგან კარვების გადატანასთან დაკავშირებით განმარტებას ელოდება

12:59 06-11-2018
309

მისი თქმით კარვების სავალი ნაწილიდან პარლამენტის წინ გადმოტანაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა.  სარალიძე აცხადებს, რომ შსს-სგან კარვების გადატანასთან დაკავშირებით განმარტებას ელოდება და წინასწარ დასკვნებს ამასთან დაკავშირებით ვერ აკეთებს.

"კარვების გადატანასთან დაკავშირებით შევხედავ სიტუაციას. არ ვიცი რა განმარტებას გააკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ჯერ ველოდები, როცა ავალ რუსთაველზე და მოვა შსს ს წარმომადგენელი, და განმიმარტავს რატო გადაიტანეს კარვები და იქიდან გამომდინარე გავაკეთებ დასკვნას" - განაცხადა სარალიძემ

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა ცოტა ხნის წინ, რუსთველის გამზირის სავალი ნაწილიდან კარვები პარლამენტის წინ გადაიტანეს.