სარალიძე: რაშია მორჩაძე დამნაშავე, ახლა ეგ გაწირეს, რომ კალანდია და სუბელიანი გამოაძვრინონ

13:15 06-11-2018
305

რაშია მორჩაძე დამნაშავე, ახლა ეგ გაწირეს, რომ კალანდია და სუბელიანი გამოაძვრინონ, - ამის შესახებ ზაზა სარალიძემ საქალაქო სასამართლოში მერაბ მორჩაძის დაკავების შესახებ განაცხადა.​ სარალიძისთვის გაუგებარია თუ რატომ არის მორჩაძე დამნაშავე და აღნიშნავს, რომ ეს სახელი და გვარი ამ 6 თვის განმავლობაში პირველად ესმის.

მისივე თქმით, შსს კვალ საქმის შეკერვას ცდილობს და გახარიას გადადგომასაც სწორედ ამიტომ ითხოვს. 

"ჩემთან ჩემი მეგობრებიც იყვნენ გუშინ მოსულები და ფული მაჩუქეს, იმიტომ რომ კარგად ხედავენ დღეს რა მდგომარეობაში  ვართ.

ყველაზე საინტერესო ის არის, ვინ თქვა, რომ მორჩაძემ ეს გააკეთა. ამას რატომ აკეთებენ. ვინ არის მოწმე. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, აქედან გამომდინარე ვსვამ ამ კითხვას. ვინ თქვა რომ მორჩაძემ ეა დანაშაული ჩაიდინა. ვინ დაასახელა მორჩაძე დამნაშავედ.

გამოდის, რომ მიხეილ კალანდიას ჩვენებას აპრავებენ ამით? მერაბ მორჩაძე დააკავეს იქიდან გამონდინარე, რომ მიხეილ კალანდიამ სარჩელი შეცვალა სასამართლო პროცესებზე. უნდათ რომ განოაძვრინონ კალანდია?! ვაი მაგათ პატრონს. მაგ სისულელის უკვე მორჩაძე გაწირეს, რომ კალანდია და სუბელიანი გამოაძვრინონ.აგარავის აგარ სჯერა. ზუსტად ამიტომ მოვითხოვე გახარიას გადადგომა. კიდე ცდილობენ საქმეების შეკერვას. რა შუაშია მორჩაძე, საერთოდ არ გამიგონია ეს გვარი ამ 6 თვის განმავლობაში. ერთადერთი მედიის საშუაკებით გავი გე რომ მორჩაძე ნათესავი ყოფილა კალანდიების. მე ვფიქრობ, რომ ახლა მორჩაძე გაწირეს, რომ კალანდია და სუბელიანი გამოაძვრინონ.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმის მოსყიდვის ბრალდების საქმეზე მერაბ მორჩაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულს ბრალად ედება მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისთვის მოწმის მოსყიდვა ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით. 

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 30 ივლისს 12 საათზე გაიმართება.