"დაგვიბრუნონ ჩვენი წყალი, საკვები და ლეიბები..." - პარლამენტთან დაპირისპირებაა

13:51 06-11-2018
201

ამ წუთებში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები ითხოვენ, სამართალდამცავებმა ტერიტორია დატოვონ და მათ კარვებში შესვლის საშუალება მისცენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გიორგი რუხაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავებმა მათი წყალი, საკვები, ლეიბები და პირადი ნივთები წაიღეს, პარლამენტში შეიტანეს და აღარ უბრუნებენ.

"დაგვიბრუნონ ჩვენი წყალი, საკვები და ლეიბები, რომელიც პარლამენტში შეიტანეს", - განაცხადა გიორგი რუხაიამ.

აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცავები მათ კარვებში შესვლის საშუალებას არ მისცემენ, კარვებს ისევ გზის სავალ ნაწილზე გადაიტანენ, საიდანაც პოლიციის თანამშრომლებმა ისინი დაახლოებით ერთი საათის წინ ისევ პარლამენტის წინ გადაიტანეს.