დავით ოქიტაშვილი: "ვნანობ, გიო ხუციშვილს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ მითხრა" (EXCLUSIVE)

14:43 06-11-2018
1093

ვნანობ, რომ მას რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ მითხრა - ამის შესახებ პრაიმტაიმს კულტურის პალატის თავმჯდორემ დავით ოქიტაშვილმა პრაიმტაიმს განუცხადა. 

მიხარია, რომ გიო ხუციშვილისთვის ვარსკვლავის გახსნა მოვასწარით. ძალიან ნერვიულობდა, რადგან არ უნდოდა ამ ქვეყნიდან ისე წასვლა, რომ ხალხისთვის მადლობა არ გადაეხადა.  ეს ვარსკვლავი ხალხმა გაუხსნა მას და არა დავით ოქიტაშვილმა. ერთადერთი, რაც გულში დამრჩა სევდად ის არის, რომ მთხოვა ვარსკვლავის გახსნის შემდეგ საუბარი, მაგრამ მე ვუთხარი, რომ როცა ისრაელიდან დაბრუნდები შემდეგ ვისაუბროთ-თქო. თუმცა ისრაელში წასვლა ვერ მოასწრო. ვნანობ, რომ მას რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ მითხრა. უფალმა ნათელში ამყოფოს, - განაცხადა ოქიტაშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ 56 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, ​მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი. 29 მაისს, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა. მან თავისი ვარსკვლავი მთელს მის თაობას მიუძღვნა, იმ ადამიანებს, რომლებიც 90-იან წლებში მასთან ერთად იბრძოდნენ. 

ავტორი: თეონა აბესაძე