უფლებადამცველმა ზვიად დევდარიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12 პირის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
დევდარიანი პატივისა და ღირსების შელახვის მოტივით "ტაბულას" დირექტორს თამარ ჩერგოლეიშვილს, უფლებადამცველ ბაია პატარაიას, ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, ჟურნალისტ ნინო დანელიას; ექიმ თამარ ყურაშვილს; "ახალი მემარჯვენეების" წევრს თამარ კაკაბაძეს; არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის/საქართველოს” წარმომადგენელს იდა ბახტურიძეს; ეკატერინე ონიანს და "ტაბულას" უჩივლა.
“4 ე.წ. მსხვერპლს არ დავასახელებ. ვუფრთხილდებით მათ პირად ცხოვრებას, მათ უკან ოჯახებია. ისინი მობრძანდებიან სასამართლოში და არ არის გამორიცხული სასამართლოს დახურვაც კი მოვითხოვოთ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მოტივით,” – განაცხადა ზვიად დევდარიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ საქალაქო სასამართლოში.